ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავაკეთო, თუ მზის სისტემა უკვე დამიმონტაჟეს, მაგრამ ზედმეტი ძაბვის დამცავი (SPD) არ მიყენია?
დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პროფესიონალ ინსტალატორს (ან კვალიფიციურ ელექტრიკოსს), რათა ჩააყენოს გამიჯნული AC/DC დამცავი ფარი და შესაბამისი ავტომატები.
ვინ აგებს პასუხს მონტაჟის ხარისხზე?
მონტაჟის ხარისხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინსტალატორ კომპანიას, რომელმაც შეასრულა სამუშაო. მწარმოებელი პასუხს აგებს მხოლოდ ტექნიკის ქარხნულ წუნზე.
როგორ შევინარჩუნო გარანტია?
ენდეთ მხოლოდ სერტიფიცირებულ ინსტალატორებს, დაიცავით სტანდარტები (მათ შორის დამიწება), გამოიყენეთ ორიგინალი ნაწილები და არ ჩაერიოთ ინვერტორის პარამეტრებში. შეინახეთ „ექსპლუატაციაში გაშვების აქტი“.