თბილისში ბიზნესს უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ნეტო-აღრიცხვა (Net-Metering) – სისტემა, რომელიც ქალაქის ქსელს თქვენს უფასო ენერგიის საცავად აქცევს.
თუ თქვენს ბიზნესს მზის სადგური აქვს, აღარ გიწევთ დენის შენახვაზე ფიქრი. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა გაძლევთ საშუალებას, ჭარბი ენერგია ქსელს „მიაბაროთ“. ოღონდ უნდა იჩქაროთ! სავარაუდოდ, ეს პროგრამაც მალე შეივსება ლიმიტებით და კვოტა აღარ იქნება, როგორც ეს უკვე მოხდა „ენერგო-პროს“ ქსელში.
როგორ მუშაობს ნეტ-აღრიცხვა?
ენერგიის გაცვლა
ნათელ დღეს, როდესაც პანელები იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე მოიხმართ, ჭარბი დენი ავტომატურად მიდის ქსელში. ღამით ან მოღრუბლულ ამინდში კი ამ დაგროვილ ენერგიას უკან, უფასოდ იბრუნებთ.
ნულოვანი ბალანსი
თვის ბოლოს ქსელი აჯამებს თქვენ მიერ მიწოდებულ და მოხმარებულ ენერგიას. სწორად დაგეგმილი სისტემის შემთხვევაში, თქვენი ბალანსი შეიძლება 0 ლარი იყოს!
თბილისის უპირატესობა
ამჟამად „თელმიკოს“ (Telmiko) ქსელში ნეტ-აღრიცხვის სისტემაში ჩართვა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს საუკეთესო დროა დედაქალაქში მოქმედი ბიზნესებისთვის, რათა დროულად ისარგებლონ ამ უპირატესობით და სამუდამოდ გაანულონ გადასახადი.
იჩქარეთ და ჩართეთ ნეტო-აღრიცხვა „თელმიკოში“
როგორც უკვე ცნობილია, რეგიონებში — „ენერგო-პროს“ ქსელში ნეტ-აღრიცხვის კვოტები შეივსო და ახალი სადგურების დამატება შეჩერებულია. ნუ დაელოდებით შეზღუდვებს დედაქალაქში!
Inversol-ის გუნდი სრულად იღებს საკუთარ თავზე როგორც ტექნიკურ მონტაჟს, ისე გამანაწილებელ კომპანიასთან საბუთების მოგვარებასა და ქსელში ჩართვას — ჰიბრიდული და On-Grid ინვერტორები საქართველოში საწყობიდან თბილისში.
დღის თვითმოხმარებისთვის ენერგიის საცავების გარეშე იხილეთ On-Grid სისტემები. კომერციული და ახალი კვოტები სულ უფრო ხშირად იყენებს Net-Billing-ს ბიზნესისთვის კლასიკური Net-Metering-ის ნაცვლად — პროექტირებამდე დაადასტურეთ თქვენი დისტრიბუტორის პირობები.


