გადასვლა ძირითად კონტენტზე

პარტნიორთა აკადემია · შეცდომების კოდები

Deye

Deye გაფრთხილებები და შეცდომები

W1–W32 და F1–F64 Deye ჰიბრიდის ეკრანზე / ლოგერზე. პარტნიორის საძიებო ცხრილი — არა საველე რემონტის მანუალი.

← ყველა ბრენდი

სისტემის სახელები ემთხვევა ინვერტორის / ლოგერის ეკრანს (ინგლისური). აღწერები პარტნიორებისთვისაა. FW რუკა მოდელის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს — F7/F07 და F8/F08 ზოგ ხაზზე ალტერნატიული ნუმერაციაა.

კოდი არ ქრება? გამოგვიგზავნეთ დისპლეის ფოტო WhatsApp-ზე +995 568 999 668: Inversol-ის ინჟინერი გირჩევთ, რა შეამოწმოთ.

ყველაზე ხშირად საძიებელი კოდები Inversol-ის პრაქტიკით

W გაფრთხილებები (W1–W32)

კოდი სისტემის სახელი აღწერა
W1 Grid Voltage Warning ქსელის ძაბვა ნორმის ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. დაელოდეთ 1–5 წუთს ქსელის პარამეტრების ავტომატურ აღდგენას.
  2. თუ რჩება — გაზომეთ ქსელის ძაბვა GRID ტერმინალებზე მულტიმეტრით.
  3. შეადარეთ მენიუში დაყენებულ ქსელის სტანდარტის სამუშაო დიაპაზონს.
W2 FAN WARN ვენტილატორის არასწორი მუშაობა
W3 Grid Phase Wrong ქსელის ფაზების არასწორი თანმიმდევრობა
W4 Meter Comm Fail მრიცხველთან კავშირის შეცდომა
W5 Upgrade Error Warning პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შეცდომა
W6 PV Voltage Warning PV პანელების ძაბვა ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ Voc MPPT შესასვლელებზე.
  2. შეამცირეთ სერიაში მოდულების რაოდენობა, თუ Voc აჭარბებს ლიმიტს.
W7 PV Current Warning PV პანელების დენი ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. გადაამოწმეთ პანელების კონფიგურაცია თითოეულ MPPT-ზე.
  2. დარწმუნდით, რომ სტრინგის Isc არ აჭარბებს მაქსიმალურ დენს ერთ ტრეკერზე.
W8 DC Bus Voltage Warning DC მაგისტრალის ძაბვა ზღვართან ახლოსაა
W9 AC Current Warning AC ცვლადი დენი ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამცირეთ ინვერტორის გამოსავალზე მიერთებული დატვირთვების სიმძლავრე.
  2. მოაშორეთ პიკური გადატვირთვები (ერთდროული ძრავების გაშვება).
W10 Internal Temp Warning ინვერტორის მაღალი შიდა ტემპერატურა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაასუფთავეთ რადიატორი მტვრისგან.
  2. დატოვეთ ≥30–50 სმ თავისუფალი სივრცე; მოერიდეთ პირდაპირ მზეს.
W11 Heatsink Temp Warning რადიატორის მომატებული ტემპერატურა
W12 Hardware Warning აპარატურული (ტექნიკური) გაფრთხილება
შემოწმებები ადგილზე
  1. სრულად გადატვირთეთ: გამორთეთ AC, PV და ენერგიის საცავი 3–5 წუთით.
  2. გამეორებისას საჭიროა სერვისის დიაგნოსტიკა.
W13 Firmware Version Warning პროგრამული ვერსიის შეუსაბამობა
W14 Grid Frequency Warning ქსელის სიხშირე დასაშვებ ზღვართან ახლოსაა
W15 Grid Impedance Warning ქსელის მაღალი იმპედანსი (წინაღობა)
შემოწმებები ადგილზე
  1. გადაამაგრეთ AC და ნეიტრალის ტერმინალები.
  2. დარწმუნდით, რომ კაბელის კვეთი საკმარისია.
W16 AC Voltage Unbalance Warning AC ფაზური ძაბვების დისბალანსი
შემოწმებები ადგილზე
  1. გადაანაწილეთ 1ფაზიანი დატვირთვები ფარში ფაზური გადახრის შესამცირებლად.
  2. შეამოწმეთ ძაბვის თანაბრობა ქსელის შემოსასვლელზე.
W17 AC Current Unbalance Warning AC ფაზური დენების დისბალანსი
შემოწმებები ადგილზე
  1. გადაანაწილეთ 1ფაზიანი დატვირთვები ფარში ფაზური გადახრის შესამცირებლად.
  2. შეამოწმეთ ძაბვის თანაბრობა ქსელის შემოსასვლელზე.
W18 Power Derating Warning ინვერტორის სიმძლავრის შეზღუდვა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ რადიატორის ტემპერატურა და ქსელის ძაბვა.
  2. დერატინგი ნორმალურია T > ~75 °C ან ქსელის ძაბვის ზრდისას.
W19 Reactive Power Control Warning რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება აქტიურია
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია Advanced Settings → Reactive Power.
W20 Export Limitation Warning ქსელში ექსპორტის შეზღუდვა აქტიურია
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ Zero Export / ექსპორტის ლიმიტის პარამეტრები.
  2. დაადასტურეთ CT ისრების მიმართულება სქემის მიხედვით.
W21 Zero Export Warning ნულოვანი ექსპორტის (Zero-export) რეჟიმი აქტიურია
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ Zero Export / ექსპორტის ლიმიტის პარამეტრები.
  2. დაადასტურეთ CT ისრების მიმართულება სქემის მიხედვით.
W22 DRM Control Warning DRM კონტროლი აქტიურია
W23 Remote Control Warning ინვერტორი იმართება დისტანციურად
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ გარე მართვის ბრძანებების ჟურნალი — შესაძლოა EMS / cloud მართავს.
W24 Parallel Sync Warning პარალელური სისტემის სინქრონიზაციის გაფრთხილება
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ პარალელური სინქრონიზაციის კაბელები.
  2. დაადასტურეთ ტერმინატორები 120 Ω სწორ პოზიციაზე.
W25 Parallel Power Limit Warning პარალელური სისტემის სიმძლავრის შეზღუდვა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ პარალელური სინქრონიზაციის კაბელები.
  2. დაადასტურეთ ტერმინატორები 120 Ω სწორ პოზიციაზე.
W26 Battery Voltage Warning ენერგიის საცავის ძაბვა ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ ენერგიის საცავის ძაბვა მულტიმეტრით.
  2. დატენეთ საცავი ან დააკორექტირეთ Low Battery უსტავკები.
W27 Battery Temperature Warning ენერგიის საცავის ტემპერატურა ზღვართან ახლოსაა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ ვენტილაცია ენერგიის საცავის ოთახში.
  2. დარწმუნდით, რომ ტემპერატურის სენსორი სწორადაა დამაგრებული.
W28 BMS Data Abnormal Warning BMS-ის არასწორი მონაცემები
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ არჩეული ლითიუმის / BMS პროტოკოლი (Lithium Mode).
  2. დაადასტურეთ უჯრედების პარამეტრების სწორი ჩვენება HMI / ლოგერზე.
W29 Communication Delay Warning მონაცემთა გადაცემის შეფერხება/დაყოვნება
შემოწმებები ადგილზე
  1. გაიტანეთ საკომუნიკაციო კაბელები AC სიძლიერის ხაზებისგან / დაიცავეთ ფარით.
W30 System Load Warning სისტემის მაღალი დატვირთვა
W31 Battery comm warn ენერგიის საცავთან კავშირის შეცდომა
W32 Parallel comm warn პარალელური კავშირის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეცვალეთ პარალელური კავშირის პაჩკორდები.
  2. დაადასტურეთ, რომ კლასტერში თითოეულ ინვერტორს აქვს უნიკალური ნომერი.

F შეცდომები (F1–F64)

კოდი სისტემის სახელი აღწერა
F1 DC Inversed Fault DC (PV) პოლარობის შეცდომა
F2 DC Insulation Failure DC იზოლაციის დაბალი წინაღობა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ DC იზოლაცია მიწასთან მეგერით (სამიზნე Riso > 1 MΩ).
  2. იპოვეთ დაზიანებული კაბელი ან ტენიანობა MC4-ში.
  3. არ აწიოთ ზღვრები რეალური მიწის ავარიის დასაფარად.
F3 GFDI Failure DC მიწაზე გაჟონვის დეტექციის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. გამორთეთ PV და გადატვირთეთ ინვერტორი.
  2. თუ რჩება — შეამოწმეთ დამიწების კონტური და გაჟონვის სენსორი.
F4 GFDI Ground Failure დამიწების / GFDI შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. გამორთეთ PV და გადატვირთეთ ინვერტორი.
  2. თუ რჩება — შეამოწმეთ დამიწების კონტური და გაჟონვის სენსორი.
F5 EEPROM Read Failure EEPROM მეხსიერებიდან წაკითხვის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაასუფთავეთ პარამეტრები ქარხნულზე HMI მენიუდან.
  2. თუ რჩება — შესაძლოა საჭიროა მართვის პლატის შეცვლა.
F6 EEPROM Write Failure EEPROM მეხსიერებაში ჩაწერის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაასუფთავეთ პარამეტრები ქარხნულზე HMI მენიუდან.
  2. თუ რჩება — შესაძლოა საჭიროა მართვის პლატის შეცვლა.
F7 DC/DC Softstart Fault DC/DC რბილი სტარტის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ ენერგიის საცავის DC კავშირი და შეყვანის ამომრღვევები.
  2. გადატვირთეთ სისტემა DC გზის გასუფთავების შემდეგ.
F07 GFDI Fuse Blown GFDI დამცველი გადამწვარია
შემოწმებები ადგილზე
  1. გამორთეთ ინვერტორი.
  2. შეცვალეთ გადამწვარი GFDI ამომრღვევი და ჯერ მოაშორეთ PV–მიწის პირველადი ავარია.
F8 GFDI Relay Failure GFDI რელეს დაზიანება
შემოწმებები ადგილზე
  1. GFDI დამიწების რელეს ავარია — საჭიროა სიმძლავრის პლატის სერვისი.
F08 GFDI Ground Touch Fault დამიწების კონტაქტის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ, რომ PE გამტარი საიმედოდაა მიერთებული ინვერტორის კორპუსზე.
F9 IGBT Failure IGBT სიმძლავრის ტრანზისტორების დაზიანება
შემოწმებები ადგილზე
  1. შიდა IGBT მოდულის ავარია — დიაგნოსტიკა და კომპონენტური რემონტი სერვისში.
F10 AuxPowerBoard Failure დამხმარე კვების პლატის გაუმართაობა
F11 / F30 AC MainContactor Fault მთავარი AC კონტაქტორის (რელეს) დაზიანება
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ და საჭიროებისას შეცვალეთ მთავარი AC კონტაქტორი / რელე.
F12 / F31 AC SlaveContactor Fault დამხმარე AC კონტაქტორის დაზიანება
შემოწმებები ადგილზე
  1. დამხმარე კონტაქტორის ავარია — მიმართეთ სერვისს შეცვლისთვის.
F13 Grid Mode Changed ქსელის მუშაობის რეჟიმის ცვლილება
F14 DC OverCurr Fault DC დენის გადაჭარბება
F15 SW AC OverCurr Fault პროგრამული AC დენის გადაჭარბება
F16 GFCI Leakage Fault AC გაჟონვის დენის ზღვრის გადაჭარბება
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ მიერთებული მოწყობილობები კორპუსზე გაჟონვაზე.
  2. გადაამოწმეთ N და PE გაყვანილობა (არ გამორთოთ გაჟონვის დაცვა).
F17 Tz PV OverCurr Fault PV პანელებიდან მომენტალური ჭარბი დენი
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ PV სტრინგები მოკლე ჩართვაზე.
  2. დაადასტურეთ მოდულების დენური მახასიათებლები ინვერტორის DC ლიმიტებთან.
F18 HW AC OverCurr Fault აპარატურული AC დენის გადაჭარბება
F19 Tz Integ Fault ინვერტორის შიდა ინტეგრირებული შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. შიდა DSP ინტეგრაციის ავარია — გამორთეთ ინვერტორი 5 წუთით სრული გადატვირთვისთვის.
F20 Tz Dc OverCurr Fault DC დენის გადაჭარბება Off-Grid რეჟიმში
F21 DC Leakage Flow Fault DC გაჟონვის დენი დაფიქსირდა
F22 Emergency Stop Fault სისტემის ავარიული გაჩერება
შემოწმებები ადგილზე
  1. გაათავისუფლეთ ფიზიკური E-Stop ღილაკი ან შეამოწმეთ ავარიული კონექტორის კონტაქტები.
F23 AC Leakage Current Fault კრიტიკული AC გაჟონვის დენის შეცდომა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ მიერთებული მოწყობილობები კორპუსზე გაჟონვაზე.
  2. გადაამოწმეთ N და PE გაყვანილობა (არ გამორთოთ გაჟონვის დაცვა).
F24 DC Insulation Impedance Fault DC იზოლაციის კრიტიკულად დაბალი წინაღობა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ DC იზოლაცია მიწასთან მეგერით (სამიზნე Riso > 1 MΩ).
  2. იპოვეთ დაზიანებული კაბელი ან ტენიანობა MC4-ში.
F25 DC Feedback Fault DC უკუკავშირის შეცდომა
F26 DC Busbar Unbalanced Fault DC მაგისტრალის ძაბვის დისბალანსი
შემოწმებები ადგილზე
  1. აპარატურული ავარია DC გაზომვის წრედებში ან ბუსის კონდენსატორებში — სერვისი.
F27 DC End Insulation Fault DC ბოლო ხაზის იზოლაციის დაზიანება
F28 DCIOver M1/M2 Fault MPPT1 / MPPT2 არხების გადატვირთვა
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ დენების განაწილება MPPT ტრეკერებზე.
  2. შეამცირეთ დენი გადატვირთულ MPPT არხზე.
F29 Parallel CANBus Fault პარალელური CAN შინის კავშირის შეცდომა
F32 DC Channel High Fault ზედმეტად მაღალი DC ძაბვა არხზე
F33 AC OverCurr Fault AC დენის გადაჭარბება
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ LOAD და GRID ხაზები მოკლე ჩართვაზე.
  2. გამორთეთ მძიმე დატვირთვები და გადატვირთეთ აპარატი.
F34 AC Overload Fault AC სიმძლავრის საერთო გადატვირთვა
F35 AC NoUtility Fault გარე ქსელში ძაბვა არ არის (გათიშულია)
F36 AC GridPhaseSeque Fault AC ქსელის ფაზების თანმიმდევრობის დარღვევა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაცვალეთ ფაზები L1 და L2 GRID ტერმინალებზე.
F37 AC Volt Unbalance Fault AC ქსელის ძაბვების კრიტიკული დისბალანსი
F38 Parallel System Stop პარალელური სისტემის ავარიული გაჩერება
შემოწმებები ადგილზე
  1. შეამოწმეთ ავარიული შეტყობინებები პარალელური კლასტერის სხვა ინვერტორებზე.
F39 AC Over Current (1 cycle) AC დენის იმპულსური (1 ციკლიანი) გადაჭარბება
F40 Internal DC Over Current შიდა DC დენის გადაჭარბება
შემოწმებები ადგილზე
  1. შიდა DC მოკლე / ჭარბი დენი — საჭიროა სერვისული რემონტი.
F41 Parallel System Stop პარალელური სისტემის გაჩერება
F42 Parallel Version Fault პარალელურ მოწყობილობებს შორის FW ვერსიის შეუსაბამობა
F43 AC VW OverVolt Fault V-W ფაზებს შორის ძაბვის გადაჭარბება
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ ქსელის ძაბვა.
  2. დააკორექტირეთ ზედა overvoltage ზღვარი Grid Settings-ში, თუ ქსელის კოდი ნებას რთავს.
F44 AC VW UnderVolt Fault V-W ფაზებს შორის დაბალი ძაბვა
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ ქსელის ძაბვა.
  2. დააკორექტირეთ ქვედა undervoltage ზღვარი Grid Settings-ში, თუ ნებადართულია.
F45 AC Line Over Voltage ქსელის ხაზოვანი ძაბვის გადაჭარბება
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ ქსელის ძაბვა.
  2. დააკორექტირეთ ზედა overvoltage ზღვარი Grid Settings-ში, თუ ქსელის კოდი ნებას რთავს.
F46 AC Line Under Voltage ქსელის ხაზოვანი დაბალი ძაბვა
F47 AC OverFreq Fault ქსელის მაღალი სიხშირე
შემოწმებები ადგილზე
  1. გაზომეთ ქსელის სიხშირე, ან დააყენეთ გენერატორის სიჩქარე 50 Hz-ზე.
F48 AC UnderFreq Fault ქსელის დაბალი სიხშირე
F49 Phase DC Component OC DC კომპონენტის გადაჭარბება ფაზაში 1
F50 Phase DC Component OC DC კომპონენტის გადაჭარბება ფაზაში 2
F51 Phase DC Component OC DC კომპონენტის გადაჭარბება ფაზაში 3
F52 Grid Relay Fault ქსელის რელეს გაუმართაობა
შემოწმებები ადგილზე
  1. AC ქსელის რელეს მექანიკური გაჭედვა ან უარი — შეცვალეთ რელეს პლატა.
F53 AC Relay Stuck Fault AC რელეს კონტაქტის ჩაკეტვა (გაჭედვა)
შემოწმებები ადგილზე
  1. AC რელეს მექანიკური გაჭედვა ან უარი — შეცვალეთ რელეს პლატა.
F54 AC Relay Self-Check Failure AC რელეს თვითდიაგნოსტიკის შეცდომა
F55 DC Voltage Too High კრიტიკულად მაღალი DC ძაბვა
F56 DC Bus Voltage Too Low/High DC მაგისტრალის ძაბვა დასაშვებ ფარგლებს გარეთაა
F58 BMS Communication Fault ენერგიის საცავის BMS-თან კავშირის შეწყვეტა
F62 DRM Function Stop ინვერტორის გაჩერება DRM სიგნალით
F63 PV Overcurrent / Choke Fault PV ფილტრის დროზელის (Choke) გადატვირთვა
F64 High Heatsink Temperature გამაგრილებელი რადიატორის / IGBT-ს კრიტიკული გადახურება
შემოწმებები ადგილზე
  1. მიეცით ინვერტორს გაგრილების დრო.
  2. შეამოწმეთ ვენტილატორები და გაასუფთავეთ რადიატორის ნეკნები.

მონტაჟი / CT / მცურავი ნეიტრალი? დაიწყეთ INVERSOL FLEX-ით.

EcoBSS / FLEX კოდები →

საველე გაიდები Deye W/F შეცდომების კოდებთან — დეტალი რჩება Academy-ში.

მცურავი ნეიტრალი და 380 ვ სოკეტში: ფატალური შეცდომა ჰიბრიდის მონტაჟზე საქართველოში

რატომ წვავს N-ის გაწყვეტა Deye/EcoBSS-ზე დატვირთვას ~340–390 ვ-ზე, ხსნის გარანტიას და ვინ იხდის. Inversol N/PE და 3P+N Early-make / Late-break ბაიფასი.