უწყვეტი კვება უმნიშვნელოვანესია როგორც სააფთიაქო ქსელებისთვის, ისე მაღაზიებისთვის. შუქის წასვლა უარყოფითად აისახება როგორც ნავაჭრზე, ისე პროდუქციაზე, რომლის გაფუჭების ალბათობაც საკმაოდ დიდია. საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგების უსაფრთხოება დამოკიდებულია მათი შენახვისა და განთავსების პირობებზე. წარმოიდგინეთ მაღაზიაში მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც მაცივარს საჭიროებს: უცებ შუქი მიდის და პროდუქტები ფუჭდება. რამხელა ფინანსური ზარალია ეს, ყველამ კარგად ვიცით.
რა ზარალს იწვევს შუქის გათიშვა აფთიაქსა და მაღაზიაში
- ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა და პროდუქციის გაფუჭება: აფთიაქებში ინახება ვაქცინები და სხვა წამლები, რომელთა გარკვეულ ტემპერატურაზე ზემოთ ან ქვემოთ შენახვა დაუშვებელია. სასურსათო მაღაზიებში რძის პროდუქტები, ხორცი და ნახევარფაბრიკატები სწრაფად კარგავს ვარგისიანობას.
- სალაროსა და გადახდების გაჩერება: დენის გათიშვისას ითიშება POS-ტერმინალები, სალარო აპარატები, შტრიხკოდის სკანერები და პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ობიექტი იძულებულია დროებით დაიკეტოს.
- კავშირისა და უსაფრთხოების სისტემების გათიშვა: ინტერნეტის გაქრობისას ჩერდება ონლაინ შეკვეთების მიღება, საწყობის აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და ვიდეომეთვალყურეობის კამერები.
- ძაბვის ნახტომების რისკი: ქსელის აღდგენის მომენტში ძაბვის ნახტომებმა შესაძლოა დააზიანოს მაცივრების კომპრესორები და ძვირადღირებული სავაჭრო ტექნიკა.
ამ დროს თითქოს სწორი გადაწყვეტილება არსებობს, რასაც გენერატორი ჰქვია, მაგრამ ხმაური, საწვავის ფასი და გადართვის ლოდინი ამ კომფორტს ცვლის. სწორედ აქ ჩნდება უწყვეტი კვების ჰიბრიდული სისტემა: ჰიბრიდული ინვერტორი LiFePO4 ენერგიის საცავით. არც პროდუქტი ფუჭდება და არც სალარო აპარატები ითიშება, შუქის მოსვლისთანავე კი ენერგიის საცავი ავტომატურად იტენება ქსელიდან. ეს ის კომფორტია, რომელიც ყველა ბიზნესის მფლობელს უნდა ჰქონდეს, რათა ობიექტმა შეუფერხებლად და ზარალის გარეშე შეძლოს მუშაობა.
კრიტიკული დატვირთვები: რა უნდა დარჩეს რეზერვზე
იმისათვის, რომ სისტემის ბიუჯეტი არ გაიბეროს, რეზერვზე მხოლოდ ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წრედები გადაგვაქვს. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, სწორი სიმძლავრის ინვერტორითა და ენერგიის საცავით მაქსიმალური კომფორტი მივიღოთ:
- სამაცივრე დანადგარები: მედიკამენტების შესანახი მაცივრები, სასმელებისა და პროდუქტების მაცივრები, საყინულეები და ა.შ.
- სალარო და აპარატები: კომპიუტერი, მონიტორი, საბანკო POS-ტერმინალი, კოდის სკანერი, ქვითრის საბეჭდი და ა.შ.
- განათება: სავაჭრო დარბაზის ძირითადი განათება, სამუშაო ზონისა და ვიტრინების ნათურები.
- კავშირი და უსაფრთხოება: Wi-Fi როუტერი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, კამერები და სიგნალიზაცია.
რეზერვზე არ გადაგვაქვს კონდიციონერი, დინამიკები და მსგავსი დანადგარები, რომლებიც შუქის წასვლის პერიოდში ნაკლებად საჭიროა და საკმაო რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. სალაროებისა და დარბაზის დატვირთვის გაყოფაზე დაწვრილებით: ოფისი და რითეილი: პიკები და UPS სალაროებისთვის.
ინვერტორის სიმძლავრის შერჩევა
მაგალითად, პატარა მაღაზიაში ან აფთიაქში რეზერვზე გადატანილი დატვირთვა ხშირად 3.5–4 კვტ-ია. საკუთარი მოხმარების გასაგებად შეაჯამეთ მოწყობილობების ეტიკეტებზე მითითებული სიმძლავრე ან შეხედეთ დენის ქვითარს; ზუსტ გაზომვას ობიექტზე ელექტრიკოსი აკეთებს.
მაცივრების კომპრესორებს ჩართვის მომენტში 2–3-ჯერ მეტი სასტარტო დენი სჭირდება. ამასთან, ინვერტორი არ უნდა მუშაობდეს 100%-იან ზღვარზე. ამიტომ 3–5 კვტ რეალური დატვირთვისთვის ოპტიმალურია 6–10 კვტ სიმძლავრის ჰიბრიდული ინვერტორი, ობიექტზე შემოსული ფაზების მიხედვით ერთფაზიანი ან სამფაზიანი: როგორ ავირჩიოთ.
როგორ გავთვალოთ ენერგიის საცავის ტევადობა
თუ საშუალო რეალური მოხმარება 3.5 კვტ-ია (მაცივრების კომპრესორების ციკლური მუშაობის გათვალისწინებით), 3.5 საათიანი ავტონომიური მუშაობისთვის საჭირო ენერგიაა:
თუ გავითვალისწინებთ LiFePO4 ენერგიის საცავის განმუხტვის რეკომენდებულ სიღრმეს (80–90%, რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებისთვის) და ინვერტორის მარგი ქმედების კოეფიციენტს (~93–95%), პრაქტიკაში გვჭირდება დაახლოებით 15 კვტ·სთ ტევადობის საცავი.
თუ დატვირთვა 4.5 კვტ-ს უახლოვდება ან გსურთ სრული 4 საათიანი რეზერვი: 4.5 კვტ × 4 სთ = 18 კვტ·სთ სასარგებლო ენერგია, იმავე შესწორებებით კი დაახლოებით 22 კვტ·სთ ტევადობა.
კომპლექტების ვარიანტები: ECOBSS და Deye + HECKMAN
სავაჭრო და ფარმაცევტული ობიექტებისთვის ვიყენებთ LiFePO4 სისტემებს, რომლებიც გამოირჩევა უსაფრთხოებითა და ხანგრძლივი რესურსით: მაგალითად, ECOBSS STORE საცავებს მწარმოებლის მონაცემებით 6000-ზე მეტი ციკლი აქვს (80% განმუხტვისას). საჭირო ტევადობა იკრიბება რამდენიმე საცავის პარალელური შეერთებით.
~15 კვტ·სთ საცავით ორი მზა კომპლექტი, ECOBSS (FLEX 3L + STORE L15) და Deye + HECKMAN, ფასებითა და განსხვავებებით შედარებულია სტატიაში ECOBSS თუ Deye + HECKMAN.
სისტემის ზუსტი ღირებულება და კომპლექტაცია ითვლება ობიექტის ტექნიკური დათვალიერებისა და დატვირთვის გაზომვის შემდეგ. წინასწარი კალკულაციისთვის გამოიყენეთ ჩვენი ონლაინ კონსტრუქტორი.
რა შედეგს იღებს ბიზნესი სისტემის დანერგვით
სარეზერვო კვების სისტემა ბიზნესს სტაბილურობასა და სიმშვიდეს აძლევს.
- პროდუქციის დანაკარგების შემცირება: მედიკამენტები და მალფუჭებადი პროდუქტები ინარჩუნებს საჭირო ტემპერატურულ რეჟიმს ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც, საცავის ტევადობის ფარგლებში.
- უწყვეტი სამუშაო პროცესი: სანამ კონკურენტი ობიექტები შუქის მოსვლას ელოდებიან, თქვენი სალარო და ტერმინალები ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მომხმარებელს.
- ტექნიკის დაცვა: შუქის წასვლისას გადართვა 10 მს-ზე ნაკლებ დროში ხდება, ამიტომ კომპიუტერები და სალარო არ გადაიტვირთება. ძაბვის ნახტომებისგან დასაცავად ფარში დამცავი მოწყობილობა (SPD) უნდა იყოს; ამას მონტაჟისას პარტნიორი ამოწმებს.
- პიკური დატვირთვის მართვა (Peak Shaving): მსხვილი ობიექტებისთვის შესაძლებელია სისტემის დაპროგრამება პიკური მოხმარების შესამცირებლად. დაწვრილებით: Peak Shaving ბიზნესისთვის.
სისტემის ეკონომიკური ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ლოკაციაზე ავარიული გათიშვების სიხშირესა და შენახული პროდუქციის ღირებულებაზე.
ზუსტად რომ გაიგოთ, რა სისტემა სჭირდება თქვენს ობიექტს შეუფერხებლად მუშაობისთვის, საჭიროა იცოდეთ დატვირთვა და დენის წასვლის სიხშირე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგირჩევთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. ნუ შეაჩერებთ ბიზნესს ქალაქის ქსელის არასტაბილური დენის გამო: ამ სისტემით გააგრძელებთ სამუშაო პროცესს და იქნებით მშვიდად, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ტექნიკა და პროდუქცია დაცულია.


