გადასვლა ძირითად კონტენტზე

ბორჯომი · HECKMAN ჰიბრიდული სისტემა

ბორჯომის პროექტი — ვიდეო Inversol YouTube-ზე. · YouTube-ზე გახსნა

მთიან კურორტზე გათიშვა არა მხოლოდ დისკომფორტია, არამედ ზარალი. Inversol-ის მარაგი თბილისში, მონტაჟი ბორჯომში — ავტორიზებულ პარტნიორთან Res Design-თან ერთად: Deye 8 kW + HECKMAN 15 kWh + Astorios 10 kW სახურავზე. შედეგი — 100% განახლებადი და უწყვეტი ენერგია.

ლოკაცია
ბორჯომი, საქართველო
სიმძლავრე (PV)
10 კვტ
მონტაჟი
დააინსტალირა Res Design-მა, Inversol-ის ავტორიზებულმა პარტნიორმა

აღჭურვილობა

შედეგი მომხმარებლისთვის

ობიექტი სრულად ენერგოდამოუკიდებელი გახდა: 100%-ით განახლებადი და უწყვეტი ენერგია.

ვიდეოს ტექსტი

აბა, თუ გამოიცნობთ, სად მივდივარ? თბილისიდან პირდაპირ ბორჯომში. ჩვენი მორიგი წარმატებული პროექტი უნდა დაგათვალიერებინოთ. მოდით, წამომყევით და ერთად ვნახოთ, თუ რა გამოგვივიდა. წავედით.

ჩვენ უკვე ბორჯომში ვართ. უბრალოდ მიმოიხედეთ ჩემს გარშემო, რა ლამაზი ბუნებაა. მანამ, სანამ ჩვენს მთავარ თემაზე გადავალთ, გიტოვებთ ბუნების საოცარ კადრებს. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი მთიანი კურორტია, აქ წელიწადში 1800–1900 საათი მზე ანათებს. სწორედ ამ 200-მდე მზიანი დღის წყალობით მზის პანელების დაყენება აქ გონივრული და ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა.

ახლა კი დროა გაჩვენოთ ის, რისთვისაც რეალურად აქ ჩამოვედით. მოდით, ერთად ვნახოთ, რა შექმნა ინვერსოლმა ამ სილამაზეში. კომპანია ინვერსოლმა და პარტნიორმა Res Design-თან ერთად დააინსტალირა უწყვეტი კვების სისტემა: Deye-ს 8 კვტ-იანი ინვერტორი, HECKMAN-ის 15 კვტ-სთ-იანი ბატარეა და სახურავზე 10 კვტ-იანი Astorios-ის მზის პანელები.

წარმოიდგინეთ ასეთი სილამაზე და ერთი დიდი მუდმივი პრობლემა — დენის გათიშვა. ამ ობიექტისთვის ენერგიის წყვეტა არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნიშნავდა. თუმცა დღეს ეს ყველაფერი წარსულშია. ინვერსოლის ტექნოლოგიით ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა. ობიექტი სრულად ენერგოდამოუკიდებელი გახდა და ახლა აქ 100%-ით განახლებადი და უწყვეტი ენერგია აქვთ.

იცით, რა არის მთავარი? როცა ინვერსოლს ირჩევ, შენ უბრალოდ რკინას კი არ ყიდულობ, შენ აკეთებ ინვესტიციას სიმშვიდესა და ნათელ მომავალში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ობიექტი უკვე ენერგოდამოუკიდებელია.

თუ ხართ ბიზნესის ან ენერგეტიკის სფეროში და გსურთ გახდეთ ჩვენი პარტნიორი, დაგვიკავშირდით.

მსგავსი სისტემა გჭირდებათ?

დაკავშირებული პროდუქტები